воскресенье, 2 декабря 2012 г.

1.პროექტის სახელწოდება : მოზარდი და ლიტერატურა
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) : ლიტერატურა დიდ გავლენას ახდენს მოზარდის განვითარებაზე, მის სულიერ ფორმირებაზე. იგი აკეთილშობილებს, ამაღლებს მოზარდს. ეხმარება, შეიცნოს სამყაროს მრავალფეროვნება.ცხადია, პიროვნულ ძალასაც მატებს მას.
3.პროექტის აქტუალობა  : მოზარდის ლიტერატურასთან დამოკიდებულების საკითხი
 ყოველთვის აქტუალურია, განსაკუთრებით დღეს, როცა ახალგაზრდები  სულიერი საზრდოს მისაღებად წიგნზე მეტად კომპიუტერს ეტანებიან.
4.პროექტის მიზნები : მოსწავლეთა დაინტერესება აღნიშნული საკითხით, კვლევის უნარის გამომუშავება, პრობლემის სრულყოფილად გააზრება, ლიტერატურის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
5.მონაწილეთა ასაკი :  13-18 წელი

6.ვადები / ხანგრძლივობა : პროექტს ფასილიტაცია გაეწევა 2012-2013 სასწავლო  წლის  განმავლობაში/6-10 კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები / პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას : მოსწავლე შექმნის ვებგვერდს, სადაც განათავსებს ინფორმაციას თემაზე: მოზარდი და ლიტერატურა, იმსჯელებს არსებულ პრობლემაზე და მისი გადაჭრის საკუთარ ხედვას ჩამოაყალიბებს,  მოსწავლეები შექმნიან პოსტერებს, კედლის გაზეთებს, დღიურებს, ჩატარდება პრეზენტაციები.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები : სამუშაო  ფურცლები ჩანაწერებისათვის, ფორმატები პოსტერებისათვის, მარკერები, პროექტორი, კომპიუტერი, კომპიუტერული პროგრამები(Powerpoint, MS Word), ინტერნეტ-რესურსები.
9.პროექტის მსვლელობა / ძირითადი აქტივობები :მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას  ლიტერატურაზე, გაარკვევენ პრობლემის არსს, იკვლევენ მოზარდთა დამოკიდებულებას ლიტერატურის მიმართ, ჩაატარებენ სოციოლოგიურ გამოკვლევას,   გაარკვევენ, ლიტერატურის მიმართ როგორი დამოკიდებულება აქვთ მათს უცხოელ თანატოლებს, შეაფასებენ პრობლემას, მოამზადებენ პრეზენტაციებს, მოაწყობენ დისკუსიებს, მასალას განათავსებენ ინტერნეტში.
10.საგნებთან  / საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან  კავშირი:
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლები შეძლებენ საგანთა შორის კავშირების დამყარებას( ისტორია, ხელოვნება, მუსიკა). სხვადასხვა დისციპლინაში შეძენილი უნარ-ჩვევების გამოყენებას პროექტზე მუშაობისას. პედაგოგები კი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს  დაუკავშირებენ პროექტს.
11.პროექტის  ხელმძღვანელი(მასწავლებელი) : მირანდა აბესაძე
12. ხალმძღვანელის ელ  - ფოსტა :  Abesadzeminka@gmail.com

13.პროექტის ვებ - გვერდი/ბლოგი : abesadzeminka.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий